saqarTvelos myinvarebi - ptiSis myinvari

ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
კოორდინატები 43°13`00` ჩ. გ. 41°41`00` ა. გ.
ტიპი კარულ-ხეობური
სიგრძე 1.1 კმ
ფართობი 2.1 კმ²
ზღვის დონიდან 2680 მ

 

კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩხალთის (კოდორის მარჯვენა შენაკადი) აუზში. სიგრძე 1,1 კმ, ფართობი 2,1 კმ², მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2680 მ სიმაღლემდე. საზრდოობს მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოდის მდინარე სამხრეთი პტიში.